English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 2 ∘ ლეილა ღუდუშაური
პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩო საქართველოში: გამოწვევები და გადაწყვეტის გზები

 

თანამედროვე ეტაპზე საქართველოს ეკონომიკის ფინანსური სტაბილურობის ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას კერძო სექტორის ვალის ტვირთის ჭარბი და, ამავდროულად, სწრაფი ზრდა წარმოადგენდა. ეს ფაქტორი, როგორც ცნობილია, მსესხებლის გადახდისუნარიანობის რისკებს საგრძნობლად ამწვავებს, რაც, თავის მხრივ, არა მარტო მსესხებლის დეფოლტის რისკს, არამედ მთლიანად ქვეყნის ფინანსური კრიზისის ალბათობას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.

     ფიზიკური პირების ჭარბვალიანობის გამოწვევების საპასუხოდ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2019 წლიდან პასუხიმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩო აამოქმედა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში მოქმედი ყველა ლიცენზირებული სესხის გამცემი ობიექტის დაქვემდებარებას დაკრედიტების ერთიან წესებზე, როგორც მომხმარებელთა უფლებების, ასევე საკრედიტო სტანდარტების დაცვის კუთხით.

    აღნიშნულ პროცესში საქართველოს ეროვნული ბანკი მჭიდროდ თანამშრომლობდა კომერციულ ბანკებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ამასთან, გადადგმულ იქნა ისეთი თანმიმდევრული ნაბიჯები, როგორიცაა: მომხმარებელთა უფლებების დაცვის ღონისძიებების გატარება, მაქსიმალური ეფექტური საპროცენტო განაკვეთების შეზღუდვა და სხვა.

    სტატიაში განხილული და გაანალიზებულია საქართველოს ეროვნული ბანკის პასუხისმგებლიანიდაკრედიტებისშესახებ დებულებით გათვალისწინებული რეგულაციები, მათი გავლენა ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაზე, კერძო სექტორის ვალის ტვირთის დონეზე და  გამოთქმულია მოსაზრებები  ზოგიერთი რეგულაციის  შემდგომი დახვეწის  მიმართულებით.

საკვანძო სიტყვები:საქართველოს ეროვნული ბანკი; პასუხისმგებლიანიდაკრედიტებისჩარჩო; კერძო სექტორის ვალის ტვირთი; სესხის უზრუნველყოფის  კოეფიციენტი (LTV); სესხის მომსახურების კოეფიციენტი (PTI).

 

შესავალი

    ბოლო პერიოდში საქართველოს საბანკო სფეროს(და არამხოლოდ)  ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას ფიზიკური პირების ჭარბვალიანობის ზრდის მაღალი ტემპი წარმოადგენდა.  აღნიშნული პრობლემის მთავარი მიზეზი იყო წლების განმავლობაში სესხის გაცემა შემოსავლების დადასტურების გარეშე. ამ ტენდენციამ თანდათანობით იმდენად შემაშფოთებელი ხასიათი მიიღო, რომ ეროვნულმა ბანკმა რეაგირება გადაწყვიტა და 2014 წლიდან პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს ჩამოყალიბებას შეუდგა.   შედეგად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიიღო ,,ფიზიკური პირების დაკრედიტების შესახებ დებულება“, რომელიც თავდაპირველად (2018 წლის ნოემბრიდან) მხოლოდ კომერციული ბანკებისთვის ამოქმედდა, ხოლო 2019 წლის 1 იანვრიდან უკვე ეროვნულ ბანკს დაქვემდებარებულ ყველა ლიცენზირებულ საკრედიტო ორგანიზაციას შეეხო. აღნიშნული დებულება 2020 წელს, არსებული რეალობის გათვალისწინებით, უფრო გამარტივდა და დაიხვეწა. ცვლილებები გათვალისწინებულია 2022 წელსაც.

    პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპის ამოქმედების შედეგად, მიუხედავად რეგულაციების მიმართ გამოთქმული უკმაყოფილებისა როგორც ფიზიკური პირების, ასევე ბანკების მხრიდან, არ შემცირებულა ხელმისაწვდომობა სესხებზე, პორტფელის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, მსხესხებლები უფრო ინფორმირებულები გახდნენ თავიანთ კრედიტუნარიანობასა და გადახდისუნარიანობაზე, რაც, თავის მხრივ, მათ, მომავალში სხვადასხვა შოკების შემთხვევაში, პოტენციური საფრთხის მინიმუმამდე დაყვანის საშუალებას აძლევს.                     

    გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს დანერგვის შედეგად დღევანდელ გამოწვევებს, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, კოვიდპანდემიით გამოწვეულ პრობლემებს, მოქალაქეები უფრო ნაკლები ვალით შეხვდნენ, რაც, თავის მხრივ, არსებული სირთულეების უკეთ გამკლავების საშუალებას იძლევა.

 

რეგულაციების ამოქმედების მიზეზები, მიზანი და ამოცანები

 

       საქართველოში პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს, ანუ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაციების  ამოქმედების  აუცილებლობის ძირითად მიზეზებს წარმოადგენდა შემდეგ ფაქტორები:

  • კერძო სექტორის ვალის ტვირთის მნიშვნელოვანი და სწრაფი ზრდა ბოლო პერიოდის განმავლობაში.

     კერძო სექტორის ვალის ტვირთი განისაზღვრება გარკვეული პერიოდისათვის დაკრედიტების მოცულობის თანაფარდობით ნომინალურ მთლიან შიდა პროდუქტთან(მშპ). ცნობილია, რომ ვალის მაღალი ტვირთი ეკონომიკური ზრდის შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს( IMF,11/02/2017); ამ დროს უაღრესად მნიშვნელოვანია ვალის მიზნობრიობა, სახელდობრ: ეკონომიკის მაღალპროდუქტიულ სექტორებში ჩადებული საკრედიტო რესურსები მეტ დამატებულ ღირებულებას ქმნის, განსხვავებით დაბალპროდუქტიული დარგებისა, სადაც გაცემული სესხები ეკონომიკურ ზრდაზე ნაკლებად აისახება. გარდა ამისა, ვალის ტვირთის ჭარბი ზრდა მსესხებლის გადახდისუნარიანობასა და კრედიტუნარიანობას მნიშვნელოვნად აფერხებს და ფინანსური კრიზისის ალბათობას ზრდის.

  • მსესხებლის გადახდისუნარიანობის რისკების გამწვავება.

    მოსახლეობაში ჭარბვალიანობის ზრდის მთავარი მიზეზი იყო წლების განმავლობაში სესხის გაცემა შემოსავლების დადასტურების გარეშე, ანუ მსესხებლის გადახდისუნარიანობისა და კრედიტუნარიანობის  შეფასების გარეშე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მსესხებლის კრედიტუნარიანობა გულისხმობს კლიენტის (ფიზიკური ან იურიდიული პირის) უნარს დროულად და სრულად დაფაროს სავალო ვალდებულებები. სესხის გაცემა მსესხებლის კრედიტუნარიანობის შეფასების გათვალისწინების საფუძველზე დაკრედიტების ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპი (სახელწოდებით–კრედიტის უზრუნველყოფადობა) და  ძირეული მოთხოვნაა, რომელიც ევროდირექტივების მხრიდან არის დაწესებული და მოქმედებს მსოფლიოს განვითარებულ ქვეყანებში. ის მოსახლეობის ჭარბვალიანობის შემცირების  ქმედითი ბერკეტია.

  • ფინანსური კრიზისის ალბათობის ზრდა.

კერძო სექტორის ვალის ტვირთის ჭარბი და ამავდროულად სწრაფი ზრდა მსესხებლის გადახდისუნარიანობის რისკებს საგრძნობლად ამწვავებს, რაც, თავის მხრივ, არა მარტო მსესხებლის დეფოლტის, არამედ ქვეყნის ფინანსური კრიზისის ალბათობას, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.

      ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების მიზანია საქართველოს საფინანსო სისტემის სტაბილური და მდგრადი ფუნქციონირების ხელშეწყობა და სესხის გამცემი ორგანიზაციების მიერ ფიზიკური პირების პასუხისმგებლიანი დაკრედიტების უზრუნველყოფა( სებ, დებულება, მუხლი1.1),   ხოლო ამოცანაა ქვეყანაში მოქმედი ყველა ლიცენზირებული სესხის გამცემი ობიექტის დაქვემდებარება დაკრედიტების ერთიან წესებზე, როგორც მომხმარებელთა უფლებების, ასევე საკრედიტო სტანდარტების დაცვის კუთხით. საბანკო და საკრედიტო ინსტიტუტები ვალდებული არიან შეაფასონ ფიზიკური პირის შემოსავლები სესხის გაცემამდე  და უზრუნველყონ დებულებით გათვალისწინებული კოეფიციენტური ზღვრების–სესხის მომსახურების კოეფიციენტისა(PTI)[1]და სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტის(LTV)[2]დაცვა. ამასთან, კოეფიციენტების მოცულობა დამოკიდებულია ვალუტის სახეობაზე, რაც უზრუნველყოფს გაცვლითი კურსის მერყეობისგან გამოწვეული ზიანისგან დაცვას.

 

რეგულაციების გამკაცრება 2020 წელს

 

      2020 წლის მარტში დებულებაში შეტანილი ცვლილებების შედეგად პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩო უფრო მარტივი და პრინციპებზე დაფუძნებული გახდა, სახელდობრ, შეიცვალა სესხის მომსახურების კოეფიციენტის მატრიცა: კანონით განსაზღვრული ოთხი სახელფასო დანაყოფი (შემოსავლის სიდიდის4 ცალკეული დიაპაზონისთვის) შემცირდა 2-მდე და მისმა ზღვარმა შეადგინა 1,000 ლარი(იხ. ცხრილი N1). ცვლილება შეეხო სესხის მომსახურების PTI   კოეფიციენტის ლიმიტის გაუქმებას, კერძოდ: კოეფიციენტი განისაზღვრა იმ მაქსიმალურ პერიოდზე, რომლის განმავლობაშიც, კონტრაქტის თანახმად, შეიძლება სესხის ვადის გაგრძელება (იხ.ცხრილი1).

 

სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტები

 

ცხრილი 1    

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, დანართები.

 

     იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელს შემოსავლები/სესხი აქვს ერთდროულად რამდენიმე სახეობის ვალუტაში, გამოიანგარიშება პროპორციულად შეწონილი კოეფიციენტი. პირველ ეტაპზე, თითოეულ ვალუტაში არსებული სასესხო გადასახადის სიდიდე შეეფარდება იმავე ვალუტაში არსებულ შემოსავლებს. შემდეგ ეტაპზე ხდება კოეფიციენტების გადამოწმება თითოეული ვალუტის მიხედვით. ასეთი მიდგომის მთავარი მიზანია მსესხებლის გადახდისუნარიანობის შეფასება, ანუ რამდენად შესწევს ფიზიკურ პირს სესხის ზედმეტი ტვირთის გარეშე  მომსახურების უნარი.

     სესხის მაქსიმალური ვადიანობა განისაზღვრება ეროვნული ბანკის მიერ ცალკეული სახეობის სესხისთვის, ხოლო საკონტრაქტო ვადიანობა დგინდება ამ ვადების ფარგლებში უშუალოდ მსესხებელსა და ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

 შეიცვალა, აგრეთვე, მსესხებლის შემოსავლის შესწავლის წესიც: შემოსავლის შეფასების პრაქტიკა აღარ არის ფორმალური წესებით დადგენილი(მაგ., იმ შემთხვევაში, თუ პირი განეკუთვნებოდა არაფორმალურად დასაქმებულს, მაშინ ბანკის წარმომადგენელი ადგილზე ვიზიტს ახორციელებდა შემოწმების ჩატარების მიზნით). ამ რეგულაციების თანახმად, ფინანსურ ინსტიტუტს უფლება აქვს თავად, შიდაორგანიზაციული პროცედურების ჩატარების საფუძველზე მოახდინოს შემოსავლების დადგენა. აღნიშნული ცვლილება ზრდის რისკებს შემოსავლების დადგენის სიზუსტის თვალსაზრისით და  საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს ბანკის მხრიდან.

2019 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკის მიერ ამოქმედებული პასუხისმგებლიანი დაკრედიტების  მოდელი ეროვნულ ვალუტაში გაცემული იპოთეკური სესხის მაქსიმალურ ხანგრძლივობას 15 წლით შემოსაზღვრავდა. 2020 წლის მარტში აღნიშნული ცვლილება გადაიხედა და იპოთეკური სესხის მაქსიმალური ხანგრძლივობა კვლავ 20 წელი გახდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული იპოთეკური სესხის შემთხვევაში, თუ მსესხებლის შემოსავალი და სესხის ვალუტა ერთმანეთისგან განსხვავდება – არაუმეტეს 10 წლისა(სებ, დებულება, 2020, მუხლი 3.6).

      ამავე დროს, ეროვნული ბანკი ითვალისწინებს რა პანდემიით გამოწვეულ ფინანსურ სირთულეებს, ადგენს გარკვეულ შეღავათებსაც, სახელდობრ: 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ იანვრამდე უცხოურ ვალუტაში გაცემული იპოთეკური სესხის რეფინანსირებისას, თუ სესხი გაიცემა უცხოურ ვალუტაში და მსესხებლის შემოსავალი და სესხის ვალუტა ერთმანეთისგან განსხვავდება, სესხის მაქსიმალური ხანგრძლივობა დასაშვებია იყოს 15 (თხუთმეტი) წელი, იმ პირობით, რომ დაცული იქნება ფიზიკური პირების პასუხისმგებლიანი დაკრედიტების შესახებ დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნები(საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №176/04 - www.nbg.gov.ge, 20.12.2021 წ).

 გარდა ამისა, ცვლილებები შევიდა ასევე სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტის (LTV) მოთხოვნებში: იმ შემთხვევაში, თუ პირს შემოსავალი აქვს საზღვარგარეთიდან, კოეფიციენტზე მოთხოვნა უცხოური ვალუტით გაცემული სესხებისთვის 2020 წლის მარტამდე პერიოდში იყო 60%, ცვლილების თანახმად, გახდა 70%  (იხ. ცხრილი2).

 

სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტის (LTV) მაქსიმალური მაჩვენებელი

 

ცხრილი 2

ლარით გაცემული სესხებისთვის

85%

უცხოური ვალუტით გაცემული სესხებისთვის

70%

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, დანართები.

 

ვინაიდან LTV კოეფიციენტი არის თანაფარდობა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხ(ებ)სა და იმ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებას შორის, რომელიც ამ სესხის უზრუნველსაყოფად არის გამოყენებული, სესხის კოეფიციენტის გაზრდა ნიშნავს იმას, რომ ერთი და იმავე სესხის უზრუნველსაყოფად მიმდინარე პერიოდში ნაკლები ღირებულების ქონებაა აუცილებელი, ვიდრე იყო რეგულაციებამდე  პერიოდში. აღნიშნული მომგებიანია მსესხებლებისათვის, მაგრამ რისკის მატარებელია საბანკო დაწესებულებისათვის, რადგან უზრუნველყოფის სახით კლიენტი დებს ნაკლები ღირებულების ქონებას  და ამიტომ, იმის ალბათობა, რომ მან სესხი ვერ დაფაროს, საკმაოდ იზრდება.

     გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულება არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა ჯამური სასესხო დავალიანება სესხის გამცემი სუბიექტების მიმართ გადააჭარბებს 1,000,000 ლარს, ნაცვლად არსებული 2,000,000 ლარისა  ან პირებზე, რომლებიც აკმაყოფილებენ „გათვითცნობიერებული ინვესტორის“[3] კრიტერიუმებს, რაც ნიშნავს იმას, რომ აღნიშნულ  პირებზე სესხის გაცემა გამარტივდა და შეიძლება მოხდეს პასუხისმგებლიანი  დაკრედიტების ჩარჩოს  მიღმა. მოცემული აისახება იმაში, რომ ამ პირების დაკრედიტება შესაძლებელი იქნება აღნიშნული დებულებით გათვალისწინებული პროცედურების გვერდის ავლით და ბანკი მათთან მიმართებით დამოუკიდებლად  შეიმუშავებს შიდაორგანიზაციულ პოლიტიკას. პასუხისმგებლიანი  დაკრედიტების ერთ-ერთი პრინციპი სწორედ  პირის ფინანსური მდგომარეობის (იგულისხმება არამხოლოდ შემოსავლები და ხარჯები, არამედ ჯამური ვალდებულებებიც) დეტალური ანალიზია.  ვფიქრობთ, ამ გამონაკლისის დაშვება მაღალი რისკის მატარებელია და მთლიანად ხდება დამოკიდებული ბანკის შიდა პოლიტიკაზე, რაც ზრდის ბანკის სუბიექტურობის ხარისხს და არასათანადო პროცედურების ჩატარების შემთხვევაში, ქმნის რეალურ  საფუძვლებს დანაკარგების  წარმოქმნის კუთხით. ის ფაქტი, რომ კლიენტს აღნიშნული ზღვრული დავალიანება უკვე გააჩნია, მეტყველებს იმაზე, რომ ამ პერიოდამდე მასზე სესხის გაცემისას, უკვე დადგინდა შემოსავლებისა და ხარჯების ძირითადი მიმართულებები, რის შედეგადაც დაშვებულ იქნა ფინანსური სახსრების მიწოდება, მაგრამ, ცვალებადი ეკონომიკური გარემოსა და არსებული პანდემიის პირობებში, ფინანსური  მდგომარეობის დამატებითი შესწავლის გარეშე პირზე სესხის გაცემა მაღალი რისკის მატარებელია.

      ვინაიდან აღნიშნული რეგულაციებით იზრდება ბანკის შიდა რისკები, ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა კიდევ ერთი რეგულაცია, რომელიც კომერციულ ბანკებთან ერთად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსაც უწესებს კორპორაციული მართვის მოთხოვნებს. აღნიშნულის თანახმად, რისკების მართვის ჩარჩო უნდა ქმნიდეს წინაპირობას, რომ  მაქსიმალურად იქნეს დაცული მოცემული დებულება და ამ მიზნით გადანაწილდეს შესაბამისი პასუხისმგებლობები, რისთვისაც შეიქმნა ე.წ. "დაცვის სამი ხაზი": ბიზნესის ხაზი, რისკების მართვის ფუნქცია და შიდა აუდიტი(სებ, დებულება, 2020, მუხლი 7. 4). თითოეულ მათგანს აქვს შესაბამისი ფუნქციები, სახელდობრ:

ა) პირველი (ბიზნესის) ხაზი – ამ დებულებით და სესხის გამცემი ორგანიზაციის შიდა პოლიტიკით განსაზღვრული პროცედურებით საბანკო პროდუქტების გაცემის შეფასებასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელი ფუნქცია;

ბ) მეორე (რისკების მართვის) ხაზი – ფუნქცია, რომელიც დამოუკიდებლად უნდა აფასებდეს და მონიტორინგის უწევდეს ფიზიკური პირების დაკრედიტებასთან დაკავშირებულ რისკებს;

გ) მესამე (შიდა აუდიტის) ხაზი – ფუნქცია, რომელიც პასუხისმგებელია დამოუკიდებლად შეაფასოს ბანკისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შიდა კონტროლის სისტემების, დაცვის პირველი და მეორე ხაზების, რისკების მართვის პროცესის ეფექტურობა, სისრულე, სიზუსტე და ამ დებულებასთან შესაბამისობა.

 

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს ამოქმედების შედეგები

 

   პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს ამოქმედების შემდგომი განვლილი პერიოდის ანალიზმა ცხადყო, რომ რეგულაციებმა მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგები გამოიღო, სახელდობრ:

  1. შემცირდა შინამეურნეობების ჭარბვალიანობა
  2. გაუმჯობესდა აქტივების ხარისხი
  3. ფიზიკური პირების ვალის ტვირთის ჭარბი ზრდა შენელდა
  4. საკრედიტო აქტივობა მდგრად დონეზე ნარჩუნდება
  5. ახალი სტანდარტით გაცემულ სესხებზე დეფოლტის დონე მნიშვნელოვნადაა შემცირებული და მისაღებ ფარგლებშია. კერძოდ, თუ რეგულაციამდე ფიზიკური პირების სესხებზე დეფოლტების (30 დღეზე მეტი ვადით ვადაგადაცილებაზე) წილი რაოდენობრივად 10%-საც   კი აღწევდა, 2019 წლიდან  გაცემულ ახალ კრედიტებზე ეს მაჩვენებელი დაახლოებით 3%-ია (იხ. დაგრამა 1) და დღემდე კლების ტენდენციას ინარჩუნებს(სებ, ანგარიში 2021, 34).

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ რეგულაციამ ძირითადად მაღალრისკიანი, ,,შემოსავლების დადასტურების გარეშე“ გაცემული ე.წ. ,,სწრაფი“ (,,ონლაინ“) სესხები შეზღუდა და 2020 წლიდან მისი შემდგომი გამარტივების შედეგად, კიდევ უფრო ნაკლებ ბარიერს ქმნის ჯანსაღი საკრედიტო აქტივობისთვის. საშუალოდ წლის განმავლობაში დაახლოებით 2,5 მლნ ერთეული საცალო სესხი გაიცემა(სებ, ანგარიში, 2021, 34), რაც ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით (3 მლნ. ადამიანი), შინამეურნეობების მხრიდან სესხებზე ხელმისაწვდომობის მაღალ მაჩვენებელზე მიანიშნებს.

 

 

წლის განმავლობაში გაცემული საცალო სესხების რაოდენობა და მათი დეფოლტების დონე

 

 

დიაგრამა 1

 წყარო:კრედიტინფოსაქართველო, საქართველოსეროვნულიბანკი.
 

 

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების გამოწვევები კორონავირუსის პანდემიის პირობებში და ეროვნული ბანკის მიერ გატარებული  ღონისძიებები

 

 პანდემიამ მსესხებლების მნიშვნელოვან ნაწილს ფინანსური სირთულეები შეუქმნა. თუმცა, მისი ნეგატიური გავლენა განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა შემოსავალთან შედარებით სესხის მომსახურების მაღალი ტვირთის მქონე ფიზიკური პირებისთვის.   ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური შოკის შესარბილებლად და შინამეურნეობების გადახდისუნარიანობის შესანარჩუნებლად, სახელდობრ: პანდემიის პირობებში კრედიტორები პროაქტიულად სთავაზობდნენ მსესხებლებს სესხების(გასაკუთრებით, იპოთეკური სესხების) რესტრუქტურიზაციას(იხ. დიაგრამა 2), პროლონგაციას, დროებით გადავადებას და სხვა საშეღავათო შესაძლებლობებს, ამიტომ რისკის სტანდარტული საზომი, როგორიცაა დეფოლტი და ვადაგადაცილება შენატანზე, ამ პერიოდში ნაკლებად ფიქსირდებოდა(სებ, ანგარიში 2021, 34). 

 

 

რესტრუქტურიზაციებისწილიიპოთეკური მსესხებლების PTI ზღვრებისმიხედვით[4]

 

დიაგრამა 2

 წყარო:კრედიტინფოსაქართველო, საქართველოსეროვნულიბანკი

 

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის საწყის ეტაპზე სესხების მომსახურებაზე საშეღავათო პერიოდის შეთავაზებამ შინამეურნეობებს ფინანსური მდგომარეობის შერბილების საშუალება მისცა, შოკის სიმძიმიდან გამომდინარე, გაუარესებულ გადახდისუნარიანობას უმოქმედო სესხების წილის ზრდა მოჰყვა. აღნიშნული ადასტურებს, რომ სებ­ის მიერ დაწესებული სესხის მომსახურების კოეფიციენტის (PTI) ზღვარი, ჭარბი რისკების ასარიდებლად გონივრულ სტანდარტს წარმოადგენს. მან პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სხვა რეგულაციებთან ერთად, მნიშვნელოვანწილად შეუწყო ხელი პანდემიით გამოწვეული ფინანსური სიძნელეების გამკლავებას, კერძოდ, მოქალაქეები კორონავირუსის გამოწვევებს შედარებით ნაკლები ვალით შეხვდნენ.

    ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ პანდემიის პერიოდში გატარებული ღონისძიებები ეფექტიანი აღმოჩნდა და ეკონომიკური შოკის შერბილებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

 

2022 წელს გათვალისწინებული ცვლილებები

 

     პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩო, არსებული რეალობის გათვალისწინებით, 2022 წელსაც განიცდის ცვლილებებს, სახელდობრ, მსესხებელთა ნაწილისთვის სასესხო მოთხოვნები მკაცრდება. ცვლილებები გამოწვეულია შემდეგი ფაქტორებით: სესხის მომსახურების კოეფიციენტის ზღვრების თავდაპირველი შეფასება 2017 წლის სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობოდა, რის შემდეგაც რიგი ნომინალური ეკონომიკური მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა. აღნიშნულის საკომპენსაციოდ, თუ აქამდე სესხის მომსახურების კოეფიციენტის 25%-იანი მოთხოვნა 1000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე ვრცელდებოდა, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვიტილებით, ეს ზღვარი 2022 წლის 1-ლი აპრილიდან 1 500 ლარამდე გაიზარდა. 

      გარდა ამისა, 2022 წლის 1-ლი მაისიდან იცვლება იპოთეკური სესხის გაცემის წესიც. როგორც ცნობილია, იპოთეკური სესხების ძირითადი ნაწილი ცვლადგანაკვეთიანია, რასაც თან ახლავს საპროცენტო რისკი, რომელიც მსოფლიო ბაზრებზე აშშ დოლარსა და ევროზე საპროცენტო განაკვეთების შესაძლო ზრდის წინაპირობების გათვალისწინებით განსაკუთრებით საგულისხმოა. ამ რისკის საპასუხოდ საჭირო ბუფერების არსებობისთვის, კომერციულმა ბანკებმა ცვლადგანაკვეთიანი კრედიტის გაცემისას მსესხებლის გადახდისუნარიანობის შეფასების დროს 3 პროცენტული პუნქტი საპროცენტო განაკვეთის შოკი უნდა გაითვალისწინონ.  2022 წლის 1 მაისიდან დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები აღნიშნული შოკის გათვალისწინებით გადათვლილმა სესხის მომსახურების კოეფიციენტმა უნდა დააკმაყოფილოს. ეს ცვლილებები, რომლის მიზანია მსესხებელი ფიზიკური პირების შოკის შეწოვის უნარის შენარჩუნება, თანხვედრაშია FSAP-ის რეკომენდაციებთან და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას.

 

დასკვნები და რეკომენდაციები

 

   ამრიგად, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს ამოქმედების შემდგომი  პერიოდის ანალიზი ცხადყოფს, რომ რეგულაციებმა მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგები გამოიღო: სახელდობრ: შემცირდა შინამეურნეობების ჭარბვალიანობა; გაუმჯობესდა აქტივების ხარისხი; ფიზიკური პირების ვალის ტვირთის ჭარბი ზრდა შენელდა; საკრედიტო აქტივობა მდგრად დონეზე ნარჩუნდება; ახალი სტანდარტით გაცემულ სესხებზე დეფოლტის დონე მნიშვნელოვნადაა შემცირებული და მისაღებ ფარგლებშია.

   ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ რეგულირების პერიოდში არ შემცირებულა ხელმისაწვდომობა სესხებზე, პორტფელის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, მსხესხებლები უფრო ინფორმირებულები გახდნენ თავიანთ კრედიტუნარიანობასა და გადახდისუნარიანობაზე, რაც, თავის მხრივ, მათ, მომავალში სხვადასხვა შოკის შემთხვევაში, პოტენციური საფრთხის მინიმუმამდე დაყვანის საშუალებას აძლევს.

    არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს დანერგვის შედეგად დღევანდელ გამოწვევებს, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, კოვიდპანდემიით გამოწვეულ პრობლემებს, მოქალაქეები უფრო ნაკლები ვალით შეხვდნენ, რაც, თავის მხრივ, არსებული სირთულეების უკეთ გამკლავების საშუალებას იძლევა.

    პანდემიამ  მსესხებლების მნიშვნელოვან ნაწილს ფინანსური სირთულეები შეუქმნა, თუმცა, მისი ნეგატიური გავლენა განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა შემოსავალთან შედარებით სესხის მომსახურების მაღალი ტვირთის მქონე ფიზიკური პირებისთვის.

    ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური შოკის შესარბილებლად და შინამეურნეობების გადახდისუნარიანობის შესანარჩუნებლად, სახელდობრ: პანდემიის პირობებში კრედიტორები პროაქტიულად სთავაზობდნენ მსესხებლებს სესხების(გასაკუთრებით იპოთეკური სესხების) რესტრუქტურიზაციას, პროლონგაციას, დროებით გადავადებას და სხვა საშეღავათო შესაძლებლობებს, ამიტომ რისკის სტანდარტული საზომი, როგორიცაა დეფოლტი და ვადაგადაცილება შენატანზე, ამ პერიოდში ნაკლებად ფიქსირდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის საწყის ეტაპზე სესხების მომსახურებაზე საშეღავათო პერიოდის შეთავაზებამ შინამეურნეობებს ფინანსური მდგომარეობის შერბილების საშუალება მისცა, შოკის სიმძიმიდან გამომდინარე, გაუარესებულ გადახდისუნარიანობას უმოქმედო სესხების წილის ზრდა მოჰყვა.

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩო, არსებული რეალობის გათვალისწინებით, 2022 წელსაც განიცდის ცვლილებებს, სახელდობრ, მსესხებელთა ნაწილისთვის სასესხო მოთხოვნები მკაცრდება.  ცვლილებები გამოწვეულია შემდეგი ფაქტორებით: სესხის მომსახურების კოეფიციენტის (PTI)  ზღვრების თავდაპირველი შეფასება 2017 წლის სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობოდა, რის შემდეგადაც რიგი ნომინალური ეკონომიკური მაჩვენებლები, მაკროფინანსური გარემოს ცვლილებებიდან და შოკებიდან გამომდინარე, საგრძნობლად გაიზარდა.  გამომდინარე აქედან, 2022 წლის 1 აპრილიდან და შემდგომ 1 მაისიდან დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები აღნიშნული ცვლილებების (მათ შორის, შოკების) გათვალისწინებით გადათვლილმა სესხის მომსახურების კოეფიციენტის (PTI) ახალმა ზღვრებმა უნდა დააკმაყოფილოს. ეს ცვლილებები, რომელთა მიზანი მსესხებელი ფიზიკური პირების შოკის შეწოვის უნარის შენარჩუნებაა, ხელს შეუწყობს ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას და თანხვედრაშია FSAP-ის რეკომენდაციებთან.

მიუხედავად პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაციების ამოქმედების ზემოაღნიშნული დადებითი შედეგებისა, ვფიქრობთ, დებულების ზოგიერთი მუხლი საკამათოა და შემდგომ დახვეწას  საჭიროებს, სახელდობრ:  

  • რეგულაციების თანახმად, ფინანსურ ინსტიტუტს აქვს უფლება თავად, შიდაორგანიზაციული  პროცედურების ჩატარების საფუძველზე მოახდინოს შემოსავლების დადგენა. აღნიშნული ზრდის რისკებს შემოსავლების დადგენის სიზუსტის თვალსაზრისით  და საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს ბანკის მხრიდან.
  • პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს საფუძველზე გაიზარდა  სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტი (LTV), რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი და იმავე სესხის უზრუნველსაყოფად მიმდინარე პერიოდში ნაკლები ღირებულების ქონებაა აუცილებელი, ვიდრე იყო რეგულაციებამდე  პერიოდში. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული მომგებიანია მსესხებლებისათვის, მაგრამ რისკის მატარებელია საბანკო დაწესებულებისათვის, რადგან უზრუნველყოფის სახით კლიენტი დებს ნაკლები ღირებულების ქონებას  და ამიტომ იმის ალბათობა, რომ მან სესხი ვერ დაფაროს, საკმაოდ იზრდება.
  • გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ დებულება არ ვრცელდება იმ ფიზიკურ პირებზე, რომელთა ჯამური სასესხო დავალიანება სესხის გამცემი სუბიექტების მიმართ გადააჭარბებს 1,000,000 ლარს ან პირებზე, რომლებიც აკმაყოფილებენ „გათვითცნობიერებული ინვესტორის“ კრიტერიუმებს, რაც ნიშნავს იმას, რომ აღნიშნულ პირებზე სესხის გაცემა გამარტივდა და შეიძლება მოხდეს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს მიღმა. ვფიქრობთ, ამ გამონაკლისის დაშვება მაღალი რისკის მატარებელია და მთლიანად ხდება დამოკიდებული ბანკის შიდა პოლიტიკაზე, რაც ზრდის ბანკის სუბიექტურობის ხარისხს და არასათანადო პროცედურების ჩატარების შემთხვევაში, ქმნის რეალურ საფუძვლებს დანაკარგების წარმოქმნის კუთხით. ის ფაქტი, რომ კლიენტს აღნიშნული ზღვრული დავალიანება უკვე გააჩნია, მეტყველებს იმაზე, რომ ამ პერიოდამდე მასზე სესხის გაცემისას უკვე ჩატარდა შემოსავლებისა და ხარჯების ძირითადი მიმართულებების დადგენა, რის შედეგადაც დაშვებულ იქნა ფინანსური სახსრების მიწოდება, მაგრამ, ცვალებადი ეკონომიკური გარემოსა და არსებული პანდემიისა და პოსტპანდემიის  პირობებში, ფინანსური მდგომარეობის დამატებითი შესწავლის გარეშე პირზე სესხის გაცემა მაღალი რისკის მატარებელია.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ფიზიკური პირების დაკრედიტების შესახებ დებულება საკმაოდ ეფექტიანი აღმოჩნდა და ეკონომიკური შოკის შერბილებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. მისმა ამოქმედებამ ქვეყანაში მოქმედი ყველა ლიცენზირებული სესხის გამცემი ობიექტი დაუქვემდებარა დაკრედიტების ერთიან წესებს, როგორც მომხმარებელთა უფლებების, ასევე საკრედიტო სტანდარტების დაცვის კუთხით, რაც, თავის მხრივ, ჯანსაღი საკრედიტო სტანდარტებისა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტების წახალისებას უზრუნველყოფს. ყოველივე ეს კი ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

 

ლიტერატურა:

  • საქართველოს ეროვნულიბანკი (2020) პრეზიდენტის ბრძანება 13 მარტი, №44/04, ,,ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულება“. www.nbg.gov.ge
  •  საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, დანართები:

https://matsne.gov.ge/ka/document/view/4822603?publication=0

 

References:

  • Georgian National Bank     (2020). ,,pizikuri piris dakreditebis shesakheb debuleba“. [„Regulations on lending to Individuals". Order of the President №44 / 04, March 13.] -  www.nbg.gov.ge    (in Giorgian)
  • Legislative Herald of Georgia, Annexes:  https://matsne.gov.ge/ka/document/view/4822603?publication=0 (in Georgian)
  • National Bank of Georgia (2021). pinansuri stabilurobis angarishi [Financial Stability Report] - www.nbg.gov.ge (in Georgian)
  • Creditinfo Georgia, National Bank of Georgia.  - www.nbg.gov.ge (in Georgian)
  • Law of Georgia (1998). „pasiani kaghaldebis bazris shesakheb“ [,, About On the Securities Market”, 24/12/] (in Georgian) https://matsne.gov.ge/ka/document/view/18196?publication=38#:
  • Georgian National Bank     (2021).  Order of the President, December 17, 2021 №176 / 04. ( in Georgian)-www.nbg.gov.ge ,  20.12.2021. (in Georgian)
  • IMF Global Finansial Stability Report October 2017: Is Growth at Risk? https://www.imf.org/~/media/Files/Publications/GFSR/2017/October/chapter-2/Documents/C2.ashx

 



[1] სესხისმომსახურებისკოეფიციენტი (PTI) – მსესხებლის/თანამსესხებლისსესხზეყოველთვიურიგადასახდელებისყოველთვიურწმინდაშემოსავლებთანთანაფარდობა

[2] სესხისუზრუნველყოფისკოეფიციენტი (LTV) – უძრავიქონებითუზრუნველყოფილისესხ(ებ)ისთანაფარდობაამავესესხებისუზრუნველყოფისსაშუალებადგამოყენებულიუძრავიქონებისსაბაზროღირებულებასთან.

[3] საქართველოს კანონის- „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ (მუხლი 2, 57) თანახმად, გათვითცნობიერებული ინვესტორი არის პირი, რომელსაც აქვს საკმარისი გამოცდილება, ქონება ან შემოსავალი იმისათვის, რომ მან აიტანოს საინვესტიციო საქმიანობით გამოწვეული ფინანსური ზარალი. გათვითცნობიერებული (გამოცდილი) ინვესტორი არის მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირი, ფინანსური ინსტიტუტი, ფინანსური ინსტიტუტის დირექტორი, იურიდიული პირი, რომლის კაპიტალის ოდენობა აღემატება 1 მლნ ლარს, ან სხვა პირი, რომელიც ასეთად აღიარებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ.

 

[4] დიაგრამაზე სვეტი გვიჩვენებს ქვედა ღერძზე მოცემული PTI ზღვრებშიმოქცეული მსესხებლიდან რამდენმა პროცენტმა მოითხოვა სესხის რესტრუქტურიზაცია 2021 წლისმდგომარეობით.